გამოცემა წერს, რომ საუბარია Fath-300 რაკეტების მიწოდებაზე, რომლებსაც შეუძლიათ მიაღწიონ მიზნებს 112 კმ-მდე მანძილზე. წყაროს თქმით, ეს აფართოებს რუსების შესაძლებლობებს და საშუალებას აძლევს მათ, დიდი მანძილიდან დაარტყონ სამიზნეებს.
მასალაში ნათქვამია, რომ ამ რაკეტების მიწოდებამ შეიძლება გზა გაუხსნას იარაღის კიდევ უფრო დიდი მანძილის ვერსიების მიწოდებას, რომლებსაც შეუძლიათ 500 კმ მანძილის დაფარვა.
ამავდროულად, The Times-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთს სურს, ნება დართოს უკრაინას, რომ გამოიყენოს Storm Shadow რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. მაგრამ შეერთებული შტატები ამას ხელს უშლის.
როგორც ვიუწყებოდით, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობა WSJ-მაც გაავრცელა. თუმცა, ირანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22