უკრაინის ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბრები გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენთან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდა ამისა, სიბიგა თავის რუმინელ კოლეგასაც ესაუბრა.
სიბიგას თქმით, მან და ბლინკენმა სამხედრო დახმარების ნაკადის დაჩქარების გზები განიხილეს და ასევე, ისაუბრეს უკრაინული „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე.
„მოუთმენლად ველი ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას იმ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ“, - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ ბლინკენმა სიბიგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აშშ-უკრაინის პარტნიორობის სიმტკიცეში.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22