აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის 80%-ზე უკვე მიაღწიეს შეთანხმებას - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპტიმისტურად არის განწყობილი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის კუთხით არსებულ პერსპექტივებთან დაკავშირებით.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ჩვენ მშვიდობის გზაზე ვართ. სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის თითქმის 80% უკვე შეთანხმებულია. აქტიურად ვაგრძელებთ დისკუსიებს“, - ამბობს ალიევი.
მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანმაც და ბაქომაც დაიწყეს საზღვრების დელიმიტაციის პროცესი.
„დაწყებულია არა მხოლოდ დელიმიტაცია, არამედ დემარკაციაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს, მცირე პირველი ნაბიჯია - შევათანხმეთ ჩვენი საზღვრის მხოლოდ 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რაც 1000 კილომეტრზე მეტს მოიცავს. თუმცა, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია“, -აღნიშნა მან.
ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები საბოლოოდ, გამოიწვევს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, რაც, მისივე შეფასებით, „მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22