img1


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, წლის დასაწყისში კიევსა და მოსკოვში მისმა ვიზიტებმა, რამაც ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი გააღიზიანა, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არცერთი მხარე არ აპირებდა მშვიდობის დამყარებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, წლის დასაწყისში კიევსა და მოსკოვში მისმა ვიზიტებმა, რამაც ევროკავშირის ზოგიერთი პარტნიორი გააღიზიანა, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არცერთი მხარე არ აპირებდა მშვიდობის დამყარებას და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას.  

 

„არალეგიტიმურია მშვიდობაზე საუბარი, რადგან ევროკავშირის მთელი ატმოსფერო, ენა და კულტურა ომის მომხრეა. მე ეს არ მომწონს და არ ვთვლი, რომ ევროკავშირისთვის ეს კარგია. ვფიქრობ, სამი მთავარი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველი არის ომი, ომის თუ მშვიდობის საკითხი. მეორე არის კონკურენტურანიაობა. უნგრეთის პრეზიდენტობის მთავარი მიზანია ევროკავშირისთვის კონკურენტუნარიანობის ახალი პაქტის შედგენა, რადგან ახალი შეთანხმების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანები ვერც შეერთებულ შტატებთან, ვერც ჩინეთთან, ვერც დასავლეთთან და ვერც აღმოსავლეთთან. მესამე არის მიგრაცია“, – განაცხადა ორბანმა. 

 

მისივე თქმით, ევროპის ისტორიაში არცერთი ომი კომუნიკაციის გარეშე არ დასრულებულა და რასაც ევროპა ახლა აკეთებს, ცუდია.