img1


დღეს გვაქვს განსხვავებული მოცემულობა, ვიდრე გვქონდა გასული 12 წლის განმავლობაში

 „ვინმეს თუ უნდა ამ ქვეყანაში მუდმივად არაჯანსაღი ფონის შენარჩუნება, ე.წ. პოლარიზაციის, ჩაკეტილი წრის შენარჩუნება, მათთვის ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნება პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. 

 

დღეს გვაქვს განსხვავებული მოცემულობა, ვიდრე გვქონდა გასული 12 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ დასრულებულია პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიებასთან. ჩვენ რომ მანამდე დაგვეწყო ეს პროცესი, შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შექმნოდა პრობლემები ჰააგასა და სტრასბურგში. ახლა ეს პროცესები დასრულებულია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მოხსნილია.  

 

[...] დღეს გუნდი არის კონსოლიდირებული, სახელმწიფო არის ძლიერი, სუვერენული, დასრულებულია სასამართლო პროცესები ჰააგაში, სტრასბურგში. ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს სწორედ იმ ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რისი საშუალებაც არ გვქონდა წინა 12 წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.