"აფხაზეთი ერთი ხელის გაწვდენაზეა, წყალსაც წაუღია ევროკავშირი და ნატო"
- რუსეთისმიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების შეეწყვეტა ეს, იმ პატარა სარკმლის შეღება გახლავთ, რომლის საბოლოო გაღებაც უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
ნამდივილად არ მჯერა დამთხვევების და მითუფრო პოლიტიკაში, სადაც თითეული სვლა წინა სვლის გაგრძელებაა. ჩვენ კი ბიძინა ივანიშვილის სახით ნამდვილი გროსმაისტერი გვყავს.
- გასული ორი წელი საქართველოსთვის გამოწვევებით სავსე, თუმცა ამავედროს ოქროს შესაძლებლობების წლები აღმოჩნდა.
- ისევ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ვახსენო არ შემიძლია, ამ კაცის დამსახურებაა ის ყველა წარმატება, რომელსაც საქართველომ განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში მიაღწია საგარეო პოლიტიკაში.
ბიძინა ნამდვილად არ არის ის კაცი, რომელიც რაღაცას და მითუფრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჰაერში წამოიხახებს.
კარგად და ზუსტად დაინახა არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა და ის პოლიტიკური თამაში წამოიწყო, რომელმაც არა მხოლოდ მშვიდობა მოგვიტანა არამედ, დიახ! რეალური შესაძლებლობები გააჩინა ჩვენს აფხაზ ძმებთან შერიგების.
- 2020 წელს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ეხლა კი დარწმუნებული ვარ, მმართველი გუნდი უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში იმ ყველაფერს ზედმიწევნით და ზუსტად შეასრულებდა, რომელიც დღეს აქვთ ჩაფიქრებული.
26 ოქტომბერს თითოეულმა ქართველმა ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცად უნდა დავდგეთ, მივცეთ მმართველ გუნდს ის ბერკეტი, რომელიც კონსტიტუციაში არსებული გარკვეული ხარვეზების გამოსწორების საშუალებას მისცემს, რაც აფხახებთან შეღებულ პატარა სარკმელს დიდ ფანჯარად გადააქცევს, რომელშიც შევალთ და ასე დავიბრუნებთ დიდი შეცდომით დროებით დაკარგულ რეგიონს.
აქ კი წყალსაც წაუღია გარყვნილი ევროკავშირი, თავისი კორუმპირებული ბიუროკეატიით და აშშ-ს ხელში სადამსჯელო მანქანად გადაქცეული ნატოც, რომლის ღია კარიდანაც შემოსულმა სიომ გაგვაცივა.
- ჩვენთვის სანატრელ აფხაზეთს არ გადავცვლით არც ერთი კავშირში შესვლა-გამოსვლაში.
ჩვენს სანატრელ აფხაზეთს არ დავუთმობთ და ყველა რეალურ შანსს გამოვიყენებთ.
აგენტურის ავანტიურებს არ გადავაყოლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყველაზე დიდ შანსს.
სწორედ ამიტომაც თითოეული ქართველი რიგით ჯარისკაცად დავდგებით 26 ოქტომბერს და ქართულ ოცნებას მივცემთ ყველაზე ძლიერ იარაღს ხელში რასაც ლეგიტიმაცია ჰქვია! | ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22