ნაციონალური მოძრაობა ის პარტიაა, რომლის გასამართლებასაც ქართველი ხალხი 2012 წლიდან ითხოვს. მათი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა სრული ანომალია და ეროვნული სირცხვილია [...] ამ მავნებლური პოლიტიკური დაჯგუფების გასამართლება და აკრძალვა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებაა და მსოფლიო პრაქტიკა ანტისახელმწიფოებრივი პარტიების გასამართლება-აკრძალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შემთხვევაში შეცხადებისა თუ კრიტიკის საფუძველი ვერ გახდება.
პარტიების აკრძალვა დემოკრატიული სახელმწიფოების დაცვის არაერთგზის გამოცდილი და აღიარებული მექანიზმია, რომელსაც უკვე ათწლეულებია, მსოფლიო პრაქტიკა იყენებს [...] უკრაინაში აკრძალულია 22 პარტია, საფრანგეთში - 13, რუმინეთში - 9. სია ვრცელია და ისეთ ქვეყნებს მოიცავს, როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდოვა, ჩეხეთი და ა.შ. [...] ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად გასამართლდება და ქართველი ხალხის ეს დაკვეთა, არჩევნების შემდეგ, რეალობად იქცევა.
2026-09-15
2026-09-15
2026-09-14
2026-09-13
2026-09-07
2026-09-04
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25
2026-08-25