მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ამომრჩევლებს ასევე სურთ ახალი ფედერალური არჩევნების გამართვა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალისა ვაიდელმა.
ვაიდელი აფრთხილებს გერმანიის მთავრობას, არ მოახდინოს თიურინგიასა და საქსონიაში გამართული სამხარეო არჩევნების შედეგების იგნორირება.
შეგახსენებთ, თიურინგიაში გამართული სამხარეო არჩევნების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 32.8%-ი მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ასევე ოპოზიციური პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“. საქსონიაში პირველ ადგილზე არის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 31,9%-ით, ხოლო მეორეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 30,6%-ით.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22