img1


ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება. ხალხო, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ავადმყოფებთან, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გაქვთ საქმე? |სააკაშვილი

 „ეს არის აბსოლუტურად ავადმყოფური ხელისუფლება. ხალხო, თქვენ ვერ ატყობთ, რომ ავადმყოფებთან, ფსიქიკურად გაუმართავ ადამიანებთან გაქვთ საქმე? არამხოლოდ პათოლოგიურ მატყუარებთან, არამედ ჭკუიდან გადასულ ავადმყოფებთან. „დუშკაბინიდან“ ქადაგება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში არც ისე სასაცილოა, იმიტომ, რომ ძალიან დიდ საფრთხეებს შეიცავს. 

 

თვითგამოცხადებული ჭორვილელი დიქტატორი ემუქრება ჩვენს მთავარ თავისუფლებას - სიტყვის თავისუფლებას. „რუსული კანონი“ დახურავს ყველა დამოუკიდებელ ტელევიზიას, მედიას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, პოლიტიკურ თავისუფლებას. ის აპირებს პოლიტიკური ოპოზიციის გაუქმებას, ამის შესახებ ღიად აცხადებს და აპირებს, პარლამენტიდან ოპოზიციის გაყრას. ის გეგმავს ათასობით ადამიანის ციხეში ჩაყრას, ამას არც მალავს და პირდაპირ გეუბნებათ. უამრავი ადამიანი დღეს ციხეში იმყოფება, ჩემი ჩათვლით,“ - ამის შესახებ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.