- " ქართული ეკლესიის, მართლმადიდებლობის, ჩვენი მიწაწყლის, ტრადიციების და კულტურის მტრები ვერ გაიმარჯვებენ!
- " არ არის საკმარისი თქვენი პატრონების მგრძნებარე განცხადებები, ფინანსური მხარდაჭერა და ის შანტაჟის ენა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყინებენ.
- " აგერ უკვე 30 წელზე მეტია, რაც "კოლექტიური დასავლეთის ომის პარტია" საქართველოში თავის აგენტურას ასაზროდვებს, აძლიერებს და ღიად უჭერს მხარს.
მიუხედავად მათი ძალისხმევისა ვერაფერს გახდნენ!
ქართველ კაცსს ვერ შეაძულეს რჯული, ვერ მოწყვიტეს მიწა-წყალს.
ვერ ათქმევინეს უარი მართლმადიდებლობაზე, ვერ დაანგრიეს დედა ეკლესია.
" რას გვეუბნებიან ევროკავშირიდან "
ქართველებს დაგესიზმრათ, "სააკაშვილის რეჟიმი" მოგეჩვენათ ადამიანების წამება, გაუპატიურება, მედიის და ბიზნესის რეკეტი, ქუჩებში ჩახოცილი ახალგაზრდები...
მოგეჩვენათ, სააკაშვილის ბიუჯეტის ხარჯზე მოწყობილი ორგიები!
და უფრო მეტიც ის 9 წელი ყველაზე დემოკრატიული იყოოო!!!
ქვეყნის 20% - ის დაკარგვაც კი სიზმრად ნახეთ და წაგებული ომი, მოგებილი იყოო, ქართული სოფლები კი ნამდვილად ქვაღორღი იყო და წყალსაც წაუღიაო, მაგაზე დარდი და ფიქრის ნაცვლად, შეიძულეთ მამული, ენა, სარწმუნოებაო.
ვისაც ამ საუნჯის ერთგულ მსახურად დავინახავთ ყველას შევზღუდავთ, დავგმობთ და თუ დაგვჭირდა ფიზიკურადაც გავუსწორდებითო.
სწორედ ამ საუნჯის ყველაზე დიდი დამცველი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, დღეს მას სჭირდება დაცვა, ხვალ ქართველ ხალხთან ერთად ისევ თავისი სამშობლო, რომ დაიცვას.
ბოლო 12 წელია, ქვეყანაში გვაქვს უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა, არ გვქონია ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები.
დედა ეკლესია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი გავუძელით უპრეცედენტო ზეწოლას, გავუძელით შანტაჟს და შიდა რყევებს.
სწორედ ამიტომ არის ბოროტი ასე გამწარებული.
უფლის წყალობით. ჩვენი უწმინდესის ლოცვა კურთხევით და ქართველი ხალხის ბრძოლით ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ და შევინარჩუნებთ მშვიდობას.
განვამტკიცებთ ეკლესიის როლს და ავაშენებთ ისეთ საქართველოს, რომელიც სიამაყით აღავსებს მომავალ თაობებს.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22