img1


ნენე დალაქიშვილი "სირცხვილიას" უბრაზდება| ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - უპრინციპობას, საერთო საქმის ღალატს, შუა ბრძოლიდან გაქცევას, ქოცებს სალაპარაკო როგორ მიეცით

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ - უპრინციპობას, საერთო საქმის ღალატს, შუა ბრძოლიდან გაქცევას, ქოცებს სალაპარაკო როგორ მიეცით.

"სირცხვილიაც" დარეგისტრირდა, ესე იგი ამ კანონში ცუდი არაფერია, - ეს იქნება ქოცების არგუმენტი.

 

მესმის და არასდროს დავამუნათებ ორგანიზაციებს, რომლებიც ბავშვებს, მოხუცებს და მიუსაფარ ცხოველებს ეხმარებიან და იძულებულები გახდნენ დარეგისტრირებულიყვნენ, მაგრამ თქვენ ვის ეხმარებოდით, რომელი გრანტით შეიფარეთ ცხოველი, რომელი გრანტით უყიდეთ მოხუცს წამალი და რომელი გრანტით წაიყვანეთ ბავშვები გასართობ ცენტრში.

 

ქოცებს საკონსტიტუციოშიც კარგი "სატოპკე" ესროლეთ, კარგი არგუმენტი მიეცით.

 

არჩევნებს ვერ დააკვირდებოდით?

ტყუილია - არსებობენ პატარა ორგანიზაციები, რომლებსაც დარეგისტრირება არ ეხებათ და რომლებიც დიდი სიამოვნებით საკუთარი ორგანიზაციის სახელით, დამკვირვებლებად დაგარეგისტრირებდათ.

 

დროის, კონტექსტის, ვითარების აღქმა დაგიკარგავთ ან არც არასდროს გქონიათ, ან ყოველთვის ასეთები იყავით და უბრალოდ ახლა ბოლომდე გაასხით.

იმ 9 წუთიან ბოდვა ვიდეოში ყველაფერს ტყუით, აბსოლუტურად ყველაფერს და უგერგილოდ თავს იმართლებთ.

სირცხვილია • Shame Movement ბარემ ისიც გეთქვათ, რომ ეს კანონი ქართულია და რუსების გული ბოლომდე გაგეხარებინათ.

 

წერს ნაცმოძრაობის აქტივისტი ნენე დალაქიშვილი