29 აგვისტოს ირანში აღინიშნება ტერორიზმთან ბრძოლის დღე. 1981 წელს, ამ დღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მაღალი თანამდებობის 29 პირი ტერორისტული ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ხალყის“ მიერ მოწყობილ თავდასხმას შეეწირნენ.
ეს ტერორისტული დაჯგუფება, რომელმაც ერთი ათწლეულის მანძილზე 17000 უდანაშაულო ირანელის სიცოცხლე შეიწირა, ირან-ერაყის ომის დროს სადამ ჰუსეინთან ერთად ირანელების წინააღმდეგ იბრძოდა. ამ ჯგუფის ყველა დანაშაული და ტერორისტული ქმედებანი, გასული ათწლეულების მანძილზე, ირანის სასამართლოთა მიერ გამოკვლეული და დოკუმენტირებულია.
წლებია, რაც „მოჯაჰედინ-ე ხალყის“ ტერორისტებმა ცალკეულ ევროპულ ქვეყნებს თავი შეაფარეს. ისინი ამერიკის და ზოგი დასავლური ქვეყნის მფარველობით სარგებლობენ და საკუთარ ტერორისტულ იდეოლოგიას აქტიურად ავრცელებენ.
ტერორისტული ორგანიზაცია „მოჯაჰედინ-ე ხალყის“ საქმიანობის გაგრძელება ამერიკის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელთაც მათ თავშესაფერი მისცეს და დახმარება აღმოუჩინეს. ეს ორმაგი სტანდარტი ეჭვეშ აყენებს დასავლეთის აპელირებას ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.
დადგა დრო, „მოჯაჰედინ-ე ხალყის“ ტერორისტებმა საკუთარ დანაშაულებათა გამო პასუხი აგონ. დასავლეთის ქვეყნებმა მათ ამ ტერორისტულ ორგანიზაციას დახმარება უნდა შეუჩერონ და ტერორიზმის წინააღმდეგ ნამდვილ გლობალურ ბრძოლას შეუერთდნენ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22