ეროვნული მოძრაობის ვეტერანი , პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი ბატონი ლევან ხაჭაპურიძე ამხელს ( გაზეთი “ალია”)
“ ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რომ როცა აფხაზეთში სეპარატისტებთან ომი მიმდინარეობდა, შეიქმნა ოქროს ფონდი.ოღონდ აფხაზეთი არ დაგვეკარგა და ბევრმა ჯვარნაწერი ბეჭედიც კი გაიტანა სახლიდან და უკანასკნელი ოქროს ნივთიც ჩააბარა ამ ფონდში. შევარდნაძე - ჯაბას ამ ოქროს ფონდის ხელმძღვანელი იყო “ პატრიოტთა ალიანსის “ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი .
არსებობდა მეორე ფონდიც, რომლის თავმჯდომარე იყო დიდი მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი, მოადგილე კი – ბუბა კიკაბიძე.”
ამ ფონდის ხელმძღვანელობამ შეჭამა ის მილიონები რომელიც ქართველი მებრძოლებისთვის იარაღის შესაძენად იყო შეგროვებული ემიგრაციის მიერ .ამ ფონდის ხელმძღვანელობის მიერ იარაღის შესაძენი ფულის გაფლანგვის ( მოპარვის ) გამო დარჩნენ ქართველი მეომრები ტყვია-წამლის და იარაღის გარეშე. როგორც ამბობენ ამ დიდი ფულის შეჭმის გამო პასუხის მოსათხოვად მისული ცნობილი ავტორიტეტი არსენა მიქელაძე მუხანათურად მოკლეს .
სხვათაშორის ედუარდ შევარდნაძემ და ჯაბა იოსელიანმა დაუფასეს ამაგი ცნობილ “ პუტჩისტ” და გამსახურდიას მტერ თარხან - მოურავს და ის ყველაზე ფულიან , ყველაზე კორუმპირებულ , საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს.სწორედ საბაჟოს უფროსობისას მოიპარა თარხან-მოურავმა მილიონები ბიუჯეტიდან, მის დროს იყო ყველაზე კორუმპირებული საბაჟო. დაიწყო საერთაშორისო ნარკოტრანზიტი , რომელსაც თარხანის საბაჟო დეპარტამენტი “ კრიშავდა”.
აფხაზეთში მეომრებისათვის შეგროვებული ფულის შემჭმელი ხალხის ადგილი არათუ პოლიტიკაში ,არამედ ქართულ მიწა-წყალზე არ არის.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22