რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობა X-ზე ავრცელებს.
როგორც პოლონელმა სამხედროებმა აღნიშნეს, ისინი აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც „მათ შორის, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს“. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურა ამოქმედებულია.
პოლონეთის მონაცემებით, რუსული ავიაციის მსგავსი გააქტიურება, რომლის დროსაც დასავლეთ უკრაინაში დარტყმები განხორციელდა, უკანასკნელად დაფიქსირდა 8 ივლისს. მაშინ რუსეთმა მასობრივი სარაკეტო დარტყმა კიევზე მიიტანა.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22