img1


საფრანგეთის სასამართლომ სოციალური პლატფორმა „ტელეგრამის“ დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა

შეგახსენებთ, პაველ დუროვი საფრანგეთის ლე ბურჟეს აეროპორტში 24 აგვისტოს აიყვანეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაყოვნების კანონით განსაზღვრული მაქსიმალური დრო 96 საათია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ბრალი უნდა წაუყენონ ან გაათავისუფლონ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის მილიარდერი ბრალდებულია იმაში, რომ ვერ გადადგა ნაბიჯები „ტელეგრამის“ დანაშაულებრივად გამოყენების შესაჩერებლად. ასევე, შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, თაღლითობა, ფულის გათეთრება და დანაშაულის დაფარვა. 

 

ინფორმაციისთვის, დუროვი რუსეთში დაიბადა და დუბაიში ცხოვრობს. მას არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს.