უკრაინა და რუსეთი აპირებდნენ მოლაპარაკებების გამართვას ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ის ჩაშალა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა, - ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში პირველად აგვისტოს შუა რიცხვებში გაჩნდა და როგორც Le Monde წერს, მოლაპარაკებების დაგეგმვა ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების იდეა უკრაინასთან დაკავშირებით ივნისის სამშვიდობო სამიტის შემდეგ გაჩნდა.
„კატარმა შესთავაზა მხარეებს [ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შეთანხმების შესახებ] გამართვა და სურდა მათში მონაწილეობა მიეღო რუსეთსა და უკრაინას, ხელშესახები შედეგების მისაღწევად, მაგრამ ბოლოდროინდელმა ესკალაციამ (უკრაინის შეჭრა კურსკში) გადადო ეს გადაწყვეტილება. მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო აგვისტოს ბოლოს“, - დასძინა წყარომ.
ერთ-ერთმა უკრაინელმა დიპლომატმა განუცხადა Le Monde-ს, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კატარს ეყრდნობა, რომელიც დიდი ხანია მუშაობს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდთან. შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ შვეიცარიის სამიტი გაიმართა ბიურგენსტოკში, ალპურ კურორტზე, რომელიც ეკუთვნის კატარის სასტუმროების ქსელს.
ამავდროულად, დიპლომატის თქმით, უკრაინას ახლა გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს მუშაობა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, მაგრამ რუსეთის გარეშე.
„შეიძლება უცნაურად ჩანდეს იმის თქმა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთის გარეშე შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში ასეა და ჩვენ ვაპირებთ ამაზე მუშაობას“, - განაცხადა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ უარყო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოლაპარაკებების არსებობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამოქალაქო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ. ამავდროულად, კრემლმა განაცხადა, რომ სანამ უკრაინელები კურსკის რეგიონში შეტევას აწარმოებენ, კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება.
კიევი, თავის მხრივ, მოელის, რომ კურსკის რეგიონში შეტევა რუსულ მხარეს მოლაპარაკებისკენ უბიძგებს.
პირველად The Washington Post-მა გამოაცხადა საიდუმლო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ. გამოცემის წყაროების თანახმად, მეომარ ქვეყნებს კატარში არაპირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გაემართათ ორივე მხარის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შეთანხმების შესახებ.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22