img1


ომის პარტიის აქაურ მესვეურებს ძალიან არ მოეწონათ ტყვია გაუმტარი შუშა, იქნებ და რა გეგმები ჰქონდათ! - ირაკლი ჯანყარაშვილი

ბიძინა ივანიშვილია ის პოლიტიკური ლიდერი, რომლემაც არ დაუშვა საქართველოში კოლექტიური დასავლეთის ინტერესების გატარება და სწორედ ის არის ყველაზე მეტად დასაცავი.

 

" თემურ ალასანიას ცნობილი ჩანაწერიდან კარგად არის ნაცმოძრაობის მიზნები გაცხადებული, რომელიც (სნაიპერსკი ვინტოვკით ქილერს ეძებდა ივანიშვილის მოსაკლავად) მზად იყო ერთი მილიონიც გადაეხადა ვინც ამ ოპერაციას შეასრულებდა. "

 

დემოკრატიის სამშობლოდ, რომ ჰყავთ აღიარებული და დღე-ღამე ამერიკის მზეს, რომ იფიცებინა აი იქ, საპრეზოდენტო კანდიდატს დონლად ტრამპს ესროლეს!

 

ევროკავშირი, რომ აკერიათ პირზე მის წევრ სლოვაკეთში პრემიერ მინისტრი რობერტ ფიცო კინაღამ მარილზე გაიყვანეს!

 

თურქეთში ერდოღანი სასწაულებრივად გადაურჩა სამხედრო გადატრიალებას!

 

ირანის პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გაურკვეველი მიზეზით ავიაკატასტროფაში მოჰყვა.

 

ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს სახელმწი გადატრიალება მოუწყვეს.

 

მოკლედ იქ სადაც ცხელი წერტილები და აფეთქებები ვერ მიიღეს, ვისგანაც ვერ დაინახეს საომარი რიტორიკა და ვაშინგტონის დაკრულზე აცეკვებული სახელმწიფო მოღვაწეები ყველას გაუსწორდნენ ისე როგორც მათ ჩვევიათ, ომის პარტიის ხელწერით.

 

თავიანთი ყოფილი პრეზიდენტიც არ დაინდეს და აქ ვის დაინდობენ ?

რა გასაკვირია ბიძია ივანიშვილი თავს, რომ იცავს ? 

 

ომის პარტიის აქაურ მესვეურებს ძალიან არ მოეწონათ ტყვია გაუმტარი შუშა, იქნებ და რა გეგმები ჰქონდათ!

 

- ირაკლი ჯანყარაშვილი