img1


სანდრო ბრეგაძე: ნაცი სოფო პურს აკრავს თონეში , უგულავამ ბენზინის ჩამსხმელობა დაიწყო , ხაზარაძე სამეგრელოს ყანებს თოხნის

— დაიკაპიწეს ხელები

 

— ნაცი სოფო პურს აკრავს თონეში , უგულავამ ბენზინის ჩამსხმელობა დაიწყო , ხაზარაძე სამეგრელოს ყანებს თოხნის , მელია ტომრებს ათრევს , გვარამია ოფიციანტობს , გირჩი ჯაფარიძე ბეტონს ასხამს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - ზოგი მზარეულია,ზოგი მუშა,ზოგი ექთანი , ზოგი მენაგვე , ზოგი გლეხი , ზოგი მძღოლი …………. 

 

— არადა სინამდვილეში ციხეში მჯდომი პატიმარივით 26 სექტემბრამდე დღეებს და წუთებს ითვლიან , კედლებზე დღეებს ხაზავენ , რათა დროზე დამთავრდეს არჩევნები - გაიხადონ ექთნის ხალათი , მუშის სპეცტანსაცმელი , გლეხის ტყაპუჭები - გადაჯდნენ ისევ შავ ჯიპებზე , თავიანთ მილიონებს მილიონები მიამატონ და ახალი ტემპით ძარცვონ საქართველო , თითოეული ჩვენთაგანი.

 

— ნეტავ იცოდეთ თუ როგორ ვეზიზღებით ჩვენ - უბრალო ხალხი , ნეტავ განახათ ამომრჩევლისთვის ხელის ჩამორთმევის შემდეგ მალულად თუ როგორ ისხამენ სადენზიფექციო ხსნარს , როგორი ქედმაღლობით უყურებენ თავიანთ თანამემამულეებს.

 

— თუმცა რად გინდათ - გადით - აპრობირებული მეთოდია - 1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდგომ ხომ ერთი კლანი აზის თავზე ქვეყანას.

 

— ვერ და ვერ დავამთავრეთ ამათი პარპაში , რადგან სამწუხაროდ ხალხი პატიოსანსა მდიდარს შორის , მდიდარზე აკეთებს არჩევანს - პატრიოტსა და მოღალატეს შორის მოღალატეზე - ამომრჩეველი თავად იდგამს 4 წლით ხელახალი მონობის უღელს და წინააღმდეგობის უნარიც აღარ აქვს

წერს ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე