აშშ-ის და სამხრეთ კორეის ჯარებმა ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი ბირთვული იარაღის მქონე ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაა, - ამის შესახებ ინფორმაციას ABCNews-ი ავრცელებს.
„ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 29 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ წლევანდელი პროგრამა ორიენტირებულია ჩრდილოეთ კორეის სხვადასხვა საფრთხის, მათ შორის რაკეტების, GPS-ის დაბლოკვისა და კიბერშეტევების წინააღმდეგ მათი მზადყოფნის ამაღლებაზე.
წვრთნების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი წვრთნები არის "პროვოკაციული საომარი წვრთნები აგრესიისთვის".
შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა აცხადებენ, რომ მათი ერთობლივი წვრთნები თავდაცვითი ხასიათისაა.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22