img1


რუსული ჯარი უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს 13 კმ-მდე მიუახლოვდა. ამის შესახებ Bild-ის ანალიტიკოსი ჯულიან როპკე იუწყება

რუსული ჯარი უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს 13 კმ-მდე მიუახლოვდა. ამის შესახებ Bild-ის ანალიტიკოსი ჯულიან როპკე იუწყება.

 

პოკროვსკი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პუნქტია, საიდანაც იხსნება „სიცოცხლის გზა“ ჩასოვ იარამდე და ასევე ხდება სხვა მოწინავე დანაყოფების მომარაგება.

 

„რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს სოფელი ჟელანნოე და სოფელი ორლოვკა და ახლა პოკროვსკიდან აღმოსავლეთით, მხოლოდ 13 კმ-ში იმყოფებიან.“ - თქვა როპკემ.

 

წლის დასაწყისში ოკუპანტები პოკროვსკიდან 38 კილომეტრში იყვნენ.