img1


ამონარიდები დონალდ ტრამპის ინტერვიუდან

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა X პლატფორმაზე მის მფლობელთან და მის მხარდამჭერთან, მულტიმილიარდერ ილონ მასკთან საუბრისას განაცხადა:

 

კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არ არის გლობალური დათბობა. ”ყველაზე დიდი საფრთხე არის ბირთვული დათბობა”, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ ”ჩვენ გვყავს ხუთი ქვეყანა მნიშვნელოვანი ბირთვული შესაძლებლობებით და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს დაშვება.”

 

თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდება, ტრამპი შეერთებულ შტატებში შექმნის თავის "რკინის გუმბათს" - ეფექტურ საჰაერო თავდაცვის სისტემას ისრაელის მაგალითზე.

 

პუტინი, სი და ჩრდილოეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინი "თავიანთ თამაშს თამაშობენ". "იმედი მაქვს, ჩვენ ისევ კარგად ვიქნებით მათთან. თქვენ იცით, რომ მათთან კარგად ყოფნა კარგია და არა ცუდი", - თქვა ტრამპმა.