img1


სერბეთში ლითიუმის მარაგების განუსაზღვრელი რაოდენობაა, რომელიც ასე სჭირდება დასავლეთს

სერბეთი, ერთის მხრივ, ცდილობს შეინარჩუნოს ურთიერთობა რუსეთთან, რომელთანაც ისტორიული და კულტურული კავშირები აქვს, მეორე მხრივ კი ეკონომიკის გასაძლიერებლად დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

 

სერბეთში ლითიუმის მარაგების განუსაზღვრელი რაოდენობაა, რომელიც ასე სჭირდება დასავლეთს.

 

ლითიუმის მარაგი, რომელიც 2004 წელს ავსტრალიურ-ბრიტანულმა სამთო და ლითონების კომპანია Rio Tinto-მ აღმოაჩინა სერბეთის ქალაქ ლოზნიცაში, დიდი ხანია რაც ქვეყნის შიგნით დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზია.

ავსტრალიურ-ბრიტანული კომპანია 2004 წლიდან ცდილობს ლითიუმის მოპოვებას, რაც დღემდე სერბების დიდი პროტესტის მიზეზია.

 

მაშინ, როცა ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი „ეკო_აქტივისტები“ აწყობენ დიდ დემონსტრაციებს რიო ტინტოს პროექტის წინააღმდეგ, სერბი ლიდერები ლითიუმის მაღაროს ხედავენ, როგორც ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

გასულ თევს სერბეთს პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ბელგრადში შეხდა. შეხვედრაზე ლიდერებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ მემორანდუმს ნედლეულის მოპოვების და ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოების შესახებ. 

 

ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია ევროპისა და გერმანიისთვის, სერბეთის ლიდერის განცხადებით: „ეს არის გარდამტეხი მომენტი სერბეთისთვის და დიდი ცვლილებების დასაწყისი."

 მისი თქმით, მიმდინარე სამუშაოებში ყველაფერი გამჭვირვალე იქნება. „მე ვიბრძოლებ ჩვენი ხალხის სიცოცხლისთვის, რომ შევინარჩუნოთ სუფთა ჰაერი, ნიადაგი და წყალი, სადაც ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდება ეს არის ყველაზე დიდი ყველა დროის ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში“.

განაცხადა ალექსანდრე ვუჩიჩმა.