img1


Google-შიც კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც ძალიან სამწუხაროა |მამუკა მდინარაძე

„Google-შიც კი იძებნება ეს ადამიანი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი, რაც ძალიან სამწუხაროა. და ისიც სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და ძალიან კრიტიკულად აფასებენ „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც იგივე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომელთაც დემოკრატიული მიღწევები მაინც და მაინც არ აქვთ, ოაზისად იხსენიებენ ხოლმე. ამას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს და ქართული საზოგადოება ამაში უკვე კარგად გაერკვა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.