ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი მაიკლ კლარკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიებს ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაიკავებს. მისი აზრით, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრით უკრაინა სტრატეგიულ მიზნებს ახორციელებს. ”დარწმუნებული ვარ, ისინი ცდილობენ ჩამოშალონ იდეა, რომ ნელ-ნელა კარგავენ ომს,” - განუცხადა მან Sky News-ს.
მისი თქმით, უკრაინელები ტერიტორიას „არა მკვეთრად, არამედ ნელა“ კარგავდნენ და გაჩნდა განცდა, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ. „მაშასადამე, მათ წამოიწყეს ეს შეტევა, იმისათვის, რომ რუსეთს გაკრვეული პრობლემები შეუქმნან
- ამბობს კლარკი.
მისი აზრით, უკრაინას სურს, რომ რუსეთმა ჯარები სხვა ფრონტებიდან გაიყვანოს. თუმცა, კლარკი ვარაუდობს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის ფედერაციის ოკუპირებული ტერიტორიების დაკავებას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან „რუსეთი იქ თავის საუკეთესო დანაყოფებს გაგზავნის“.
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22