img1


"ქალების დაპირისპირება ნაცებში"

- " არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ნაცმოძრაობაში კიდევ ერთმა დაპირისპირებამ იფეთქა, როგორც publicist.geს წყარო უყვება ერთმანეთს ანი წითლიძე, სოფო ჯაფარიძე და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.

კეზერაშვილის ბოლო პროექტი ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა და ამით პარტიეზე კონტროლის დამყარება კრახით დასრულდა, სააკაშვილის საცეცებს ჯერ კიდევ ღრმად აქვს ფესვები გადგმული, კეზერაშვილმა ხაბეიშვილი პარტიის შიგნით წარმოქმნილი წინააღმდეგობის და ზეწოლის გამო გადააყენა.

"ხაბეს" გადაყენებას ანი წითლიძე და სოფო ჯაფარიძე ითხოვდნენ, რომლებსაც ბოლო პერიოდში ამბიციების "ბუკეტი" გაუჩნდათ და პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული პრეტენზიებიც ჰქონდათ.

მაგალით რატომ არ შეასრულა ხაბეიშვილმა დანაპირები და სააკაშვილის განთავისუფლების საკითხი არ გააქტიურა.

პარტიის რეიტინგი კი კლოუნი თავმჯდომარის ხელიში უკან-უკან მიდოდა.

მიშა ვივამედიდან დიდ გაერთიანებს ითხვოდა, დანარჩენ ოპოზიციიონერ ლიდერებს კი ოდიოზური "ხაბეს" სარდლობა იმდენად ეხამუშებოდათ, რომ ნაცებს სათოფეზეც არ ეკარებოდნენ.

დაძაბულობამ ბოლოს პიკს მიაღწია და კვიპროსიდან კეზერშვილმა გადმორეკა, მოაცილეთ ხაბეშივილი და ვინც გინდათ ის დანიშნეთო, გუნდის შიგნით უმსჯელიათ და თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წამოუწევიათ წინ, პირველი წინააღმდეგობა ანი წითლიძისგან შეხვდა ბოკოჩავას, რომელსაც ამბიციები არ ასვენებდა და ამბობდა, რომ მინიმუმ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა უნდოდა რადგან მიშას თავისუფლებისთვის იშიმშილა, ქუჩის აქციებსაც არ დაკლებია და სააკაშვილის ირგვლივ დღისწესრიგის შექმნისთვის დღემდე ყველაზე მეტს იღწვის.

წითლიძეს მხარი სოფო ჯაფარიძემ აუბა, რომელიც მიშას ერთ - ერთი რჩეულია და როგორც პარტიაში ამბობს ის ანგარიშვალდებულად თავს მხოლოდ მიშასთან თვლის.

სწორედ ამიტომ თავჯდომარესთან შეუთანხმებლად მიიჭრა ვივამედთან და მიშას სხვა პალატაში გადაყვა პირველმა გააპროტესტა, რასაც თინა ბოკუჩავას გაღიზიანება მოჰყვა და პარტიიდან მისი დაგვიანებული ბრიფინგიც უკვე აღარავის ახსოვდა.

მოკლედ, რომ ვთქვათ მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირება დასრულდა და ეხლა "კეზერაშვილ-სააკაშვილი" ერთმანეთს ქალების საშუალებით უპირისპირდებიან.

გვიყვება ინფორმირებული პირი ნაციონალური მოძრაობიდან. "