img1


ბელორუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ფორმირების ქვედანაყოფები მზადყოფნაშია მოყვანილი

ბელორუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მექანიზებული ფორმირების ქვედანაყოფები მზადყოფნაშია მოყვანილი, იტყობინება რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.

 

 მანამდე ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ლუკაშენკომ მისცა მითითებები, გაეძლიერებინათ ჯარების დაჯგუფება გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებში რესპუბლიკის სამხრეთში, სადაც ის ესაზღვრება უკრაინას.

 

 „სამხედრო პერსონალი ატვირთავს სამხედრო აღჭურვილობას სარკინიგზო ტრანსპორტში და ერთობლივად იწყებს მსვლელობას დანიშნულ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ თავდაცვის დეპარტამენტში.