დასავლეთის მხრიდან ბატონყმური დამოკიდებულება ერთ დღესაც ანგარიშ გასაწევ მიდგომად შეიცვლება და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების იმ სწორი პოლიტიკის დამსახურებაა, რომლის წყალობითაც გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში შესვლას გადავურჩით.
33 წელია, მათ რეკომენდაციებს, ულტიმატუმებს ვასრულებთ, კანონმდებლობა ევროსტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ.
მიუხედავად ამისა მათი გულის მოგება (დღეს უკვე საბედნიეროდ) ვერ შევძელით.
მადლობა უფალს ამისთვის.
იმან კი ვინც "ორსულა ფონ დერ ლაიენის, ბორელის, შოლცის, მაკრონის და სტოლტენბერგის გული მოინადირა დღეს სახელმწიფოებრივობას ემშვიდობება."
მაშინ, როცა დემოკრატიის განვითარების ნაცვლად, ქვეყანაში ფაშიზმი მძვინვარებდა, დასავლეთი დუმდა.
მაშინ კი როდესაც ჩვენი და მათი ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა და "ქართული ოცნების სახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ მათი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევაში ხელი შეუშლათ, ქართული დემოკრატიის დასაცავად სიმართლის მახვილი იშვიშვლეს და ერთი მეორეს მიყოლებით ქართველები პატრიოტიზმის შეჯიბრში გამოგვიწვიეს."
რაც უფრო გაიზრდება დასავლეთიდან ზეწოლა ჩვენში მეტად უნდა იმატოს ბრძოლის ჟინმა, მითუფრო მეტად უნდა ვიყოთ შემართულები 26 ოქტომბრისთვის, ეს დღე კი ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებად ერთად უნდა ვაქციოთ და ბიძინა ივანიშვილის გვერდით, მასთან ერთად მხარდამხარ ბრძოლით შევინარჩუნოთ ჩვენი სამშობშობლო, რომელიც ჩვენთვის სამშობლოა და მათთვის უბრალოდ სახელმწიფო, რომელსაც მხოლოდ გეოპოლიტიკურ რუკაზე საკუთარი ბოროტი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად განიხილავენ.
ზეზვა ჩანქსელიანი
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22