img1


შეერთებულმა შტატებმა თურქეთი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააფრთხილა

აშშ თურქეთს სანქციების დაწესებით ემუქრება.

 

შეერთებულმა შტატებმა თურქეთი სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ გააფრთხილა. ინფორმაციას Financial Times-ი აშშ-ს ხაზინის მდივნის თანაშემწე მეთიუ აქსელროდზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი არ შეწყვეტს რუსეთში მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს, რომელიც შეიძლება, რუსეთ-უკრაინის ომის დროს იქნას გამოყენებული. წყაროს ცნობით, ვაშინგტონის გაფრთხილება იმის ნიშანია, რომ თურქეთის განზრახვამ, შეინარჩუნოს ძლიერი სავაჭრო კავშირები რუსეთთან, "გააფუჭა ურთიერთობები ნატოს ორ მოკავშირეს შორის".

 

„აშშ განსაკუთრებით შეშფოთებულია იმით, რომ თურქეთი იქცა საკვანძო კერად, რომლის მეშვეობითაც დასავლური ელექტრონიკა... რუსულ რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებში ხვდება.“ - ნათქვამია სტატიაში.