img1


NATO-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს

მედიის ცნობით, ორი თავდამსხმელი ელჩსა და მის მეუღლეს დაქირავებული სკუტერით მიუახლოვდა, პისტოლეტი თავში დაარტყა და 90 000 ევროს ღირებულების „როლექსის“ ორი წყვილი საათი და ჩანთა წაართვა.

 

ადგილობრივი მედია წერს, რომ პისტოლეტის თავში დარტყმის შემდეგ, ჰუსეინზადეს მეუღლეს თავიდან სისხლის წამოუვიდა. ორივე მათგანი შემოწმებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.