img1


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კურსკში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წევრებთან გამართული შეხვედრის დროს გამოეხმაურა:

„როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა, ის განურჩევლად ისვრის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, სარაკეტო იარაღიდან სამოქალაქო ობიექტების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების მიმართულებით. ჩვენი ამ შეხვედრის შემდეგ, მე მექნება შეხვედრა ძალოვანი უწყებების - თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელებთან. მათგან მოვისმენ ანგარიშს კურსკში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პუტინმა. 

 

მისივე თქმით, მან რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, დენის მანტუროვს დაავალა, რომ კოორდინაცია გაუწიოს კურსკის ოლქში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას.