დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. როგორც „ბიბისი“ წერს, მათგან 100-ს ბრალი ფორმალურად უკვე წაუყენეს.
6 აგვისტოს, საღამოს არეულობა იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში.
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არეულობის გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გუშინ კიდევ ერთი საგანგებო თათბირი გამართა. კირ სტარმერის თქმით, არეულობის მონაწილეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27