img1


როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება |მაკა ბოჭორიშვილი

„როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ზოგადად, არც ერთი პროექტის დაფინანსების შეჩერება საქართველოში არც კოლაფსს გამოიწვევს რომელიმე სექტორის და არც ქვეყნის მუშაობისა და ფუნქციონირების გაჩერებას. 

ზოგადად პრინციპი, მსგავსი დამოკიდებულება პარტნიორების მხრიდან, ნამდვილად შემაშფოთებელია, როდესაც აბსოლუტურად გაუგებარია ამ გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.