„მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა თანამდებობაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს, გასაკვირი რა არის.
შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატის, ვინც პირდაპირ, უხეშად ერეოდა მართლმსაჯულებაში იმით, რომ უბიძგებდა ქალბატონ სალომეს, შეეწყალებინა გვარამია. გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული განცხადებები, რომელიც მოდიოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა? პირიქით, ვხედავთ უფრო აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც გადასულია ტერორზე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. აქაც გამოჩნდა, რომ როგორც კი ხდება უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და პოლიტიკაში, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს. ვწუხვარ, რომ ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩარეული,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22