„სალომე ზურაბიშვილი რომ პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ახალი არაა. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და ის მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასოდეს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს უბრალოდ აკრძალულია ოლიმპიადის თამაშის წესებით და ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგისა და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარია განაცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22