„ჩემი გაგებით, ტექნიკური მთავრობა წინასწარ უნდა იყოს გაცხადებული. ეს არ არის საიდუმლო, დამალული რაღაც, რომელსაც გამოვიტან არჩევნების შემდეგ. თუ საუბარია, რომ საზოგადოებაში ნდობა უნდა აიწიოს, სწორედ საუბარია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს წინასწარ ვინ იქნება მოკლევადიანი მთავრობა, რომელი პარტიები იქნებიან პარლამენტში ერთი წლით”, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს, იმიტომ, რომ აქ ლაპარაკია ქვეყნის ბედზე.
„კიდევ ერთხელ, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელიმე პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ყველაზე კარგად ესმის ჩვენს ახალგაზრდობას, მათ მოვუსმინოთ”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22