img1


სალომე ზურაბშვილი, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

„ვერავინ ვერ გავიგეთ რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას. მე მზად ვარ და დებატებში ვიწვევ. მე პირადად არ შემხვდება. დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი. სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ მოვიდეს და დებატებში გავარჩიოთ.

მე არაფერი მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია, რომ ახნას ზოგიერთი პოზიცია. ახსნას ზოგიერთი პოზიცია, რატომ გაუშვა ორჯერ კორუმპირებული პრემიერი და ვიცით, რომ ნაწილობრივ კორუფციის გამო. მერე აბრუნებს, მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვავს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს პრემიერად”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.