ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში „შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობასა და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც რეგიონის განვითარებას ემსახურება.
„ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
ადგილობრივ მოსახლეობას შუამთობის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.
შუამთობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები; მათ შორის რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ხულოელის ჯილდო გადაეცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთნოგრაფიულ-კულტურული კუთხეები დაათვალიერეს, ასევე დაესწრნენ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.
- ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24