img1


არეულობები დიდ ბრიტანეთში: 90-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ულტრამემარჯვენეების მიერ ორგანიზებული დიდი ანტიმიგრანტული დემონსტრაციები ქალაქ ჰალში, ლივერპულში, ბრისტოლში, მანჩესტერში, სტოკ-ონ-ტრენტში, ბლექპულსა და ბელფასტში გადაიზარდა არეულობაში. მათმა წევრებმა დაამტვრიეს მაღაზიები და თავს დაესხნენ პოლიციელებს, რასაც დაპატიმრებები მოჰყვა.

 

პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი პოლიციას "მთავრობის სრულ მხარდაჭერას" დაპირდა წინააღმდეგობის გაწევის დროს "ექსტრემისტების, რომლებიც ცდილობენ სიძულვილის გაღვივებას". საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 ივლისს საუთპორტში, ბავშვთა ცეკვის სტუდიაში დანით თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც სამი გოგონა დაიღუპა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი, რომელიც მეზობელ ქალაქ ბენკში ცხოვრობდა დააკავეს. ინგლისურ უკიდურეს მემარჯვენეებს შორის გავრცელდა ჭორები, რომ თავდამსხმელი საუთპორტში მუსლიმი მიგრანტია, რომელიც თავშესაფარს დიდ ბრიტანეთში ეძებს. თუმცა, პოლიცია ხაზს უსვამს, რომ ეჭვმიტანილი დიდ ბრიტანეთში დაიბადა. მისი მშობლები რუანდადან არიან