კამალა ჰარისის გუნდი არ დათანხმდა ტრამპის პირობებს დებატებთან დაკავშირებით. მათი წინადადებაა, რომ სატელევიზიო ტოქშოუ 10 სექტემბერს, ABC-ს ეთერში ჩატარდეს, როგორც ადრე ჯო ბაიდენის გუნდთან იყო შეთანხმებული.
"მისტერ "ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას" არ უნდა ჰქონდეს პრობლემა, თუ მას 10 რიცხვში გამოჩენის ძალიან არ ეშინია." - თქვა ჰარისის კამპანიის სპიკერმა მაიკლ ტაილერმა.
შეგახსენებთ, მანამდე შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაეთანხმა ტელეარხ Fox News-ის შეთავაზებას ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატების გამართვაზე.
ტრამპის თქმით, ახალი დებატები პენსილვანიაში, 4 სექტემბერს უნდა გაიმართოს და მას ცოცხალი აუდიტორია ჰყავდეს. მოდერატორები კი, Fox News-ის წამყვანები უნდა იყვნენ.
2026-06-05
2026-06-04
2026-06-04
2026-06-03
2026-06-01
2026-06-01
2026-05-30
2026-05-28
2026-05-28
2026-05-27