img1


წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი "სტუდია ოქანა"

"ვმადლობდეთ უფალს, ვინც გვიწინამძღვრა მარხვის ზღვაში, ვინც სიხარულით შეგვიძღვა მისი აღდგომის ნავსადგურში. ვმადლობდეთ მას ყოველნი, რომლებმაც მდუღარე სურვილითა და სათნო საქმეებით კეთილად და წადიერად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომლებიც მოვუძლურდით ამგვარ ღვაწლში სულმოკლეობისა და სულიერი სისუსტის გამო; ვმადლობდეთ უფალს, რადგანაც სწორედ ის არის, ვინც საქმეთაებრ უხვად მიმადლებს მხნედ მოღვაწეებს გვირგვინსა და ღირსეულ სამძალს, ხოლო უძლურთ კეთილმოწყალედ და კაცთმოყვრულად მიუტევებს, რადგანაც იგი უფრო იმას ჭვრეტს, თუ რას ესწრაფვის, რას განიზრახავს ჩვენი სული, ვიდრე იმას, თუ როგორ ვიღწვით ხორციელად" (აღდგომის შესახებ).

 

წყარო: სტუდია ოქანას