აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია უკრაინაში რუსეთის წინსვლის გამო, თუმცა მიესალმება უკრაინელი სამხედროების ქმედებებს, რომლებიც თავდაცვას აძლიერებენ.
„უკრაინელები ძალიან შემართული ხალხია. მათ ამის დემონსტრირება მოახდინეს და ეს ვნახეთ კონფლიქტის დასაწყისში. მე ველოდები, რომ ისინი დროთა განმავლობაში გაძლიერდებიან. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ისე, როგორც ეს ნახეთ უკანასკნელ პერიოდში და დახმარების ტემპი გაიზრდება“, – განაცხადა ოსტინმა.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ვესელოე დაიკავეს.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24