- " რამდენიმე თვის წინ თარხან-მოურავი მორგოშიას ალტ-ინფოსთან გაერთიანდა და ასე ერთად გაუყვნენ ახალ პოლიტიკურ გზას, თუმცა ეს ერთობა იმდენად გახუნებული, სახე დაკარგული და არაფრის მომცემი ბუტაფორიაა, რომ მათი პოლიტიკური გზაც არსად მიდის.
სინამდვილეში ეს თვითონაც კარგად ესმით, თუმცა "გადაგდებულებს" სანაგვეზე მოსროლილებს და დასაჭერად გამზადებულებს სხვა რაღა დარჩენიათ თუ არა ისევ ერთმანეთისთვის ხელის ჩაჭიდება და ხელისუფლებასთან ეხლა უკვე ულტიმატუმის ენით საუბარი.
ამ გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი პატრიოტთა ალიანსელი ვინმე გოჩა თევდორაძე გახლავთ, რომლის პოლიტიკური წარსულიც არაფრით ჩამოუვარდება ბოკერიას წარსულს (ამაზე მოგვიანებით) ეხლა კი მოკლედ ავღწეროთ თუ რა ხდება ამ "ბუმბერაზ ეროვნულებში".
ედისონ რისერჩის კვლევებით გაერთიანებას 2.5% აქვს, რა თქმა უნდა CAI საფარ ქვეში შექმნილი ორგანიზაციის არაფერი დაიჯერება.
თუმცა ამ 2.5%_მა მადა გაუხსნათ და სავაჭროდ პირველი "კუშიც" გამოჩნდა.
ხელისუფლებასთან მომრიგებლის როლი ირმა ინაშვილის ძველმა დაქალმა იკისრა, რომელსაც წარსულში ხან დასცინოდა, ხანაც ლანძღავდა, ზოგჯერ ნოლსაც ეძახდა, თუმცა დღეს მასთან ერთად ყავას დიდი სიამოვნებით მიირთმევს.
აი აქ კი ალბათ არ იცის ქალბატონმა ირმამ, რომ მის დაქალს მასზე დიდი "კრესტი" აქვს გადასმული და ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი ავა მაღლა.
"შესაბამისად ქალბატონო ირმა თავს ნუ დაიღლით და მოიტყუებთ, ნურც ქარის-წისქვილებს შეებრძოლებით, რადგან არაფერი გამოვა."
Publicist.ge რედაქცია თავს ვალდებულად თვლის მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება და ამასთან ერთად მმართველი გუნდი ჩააყენოს საქმისკურსში არსებული ღალატის და სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების შესახებ.
ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი ალტ - ინფოსთან გაერთიანებამდე ხშირი სტუმრები იყვნენ ამერიკის საელჩოს, ჩვენი ინფორმაციით ერთ - ერთი ბოლო ვიზიტის დროს შეხვდნენ ელჩის პოლიტიკურ ატაშეს ვინმე კარინ მაკენტოშს, რომლისგან ფინანსური დახმარება ითხოვეს.
ამერიკის საელჩომ ტელევიზიის განვითარებისთვის 80 000 დოლარი გამოუყო, კარგი იქნებოდა ნახვა თუ რაში და რა მიზნობრიობით დაიხარჯა ზემოთ აღნიშნული თანხა.
რა თქმა უნდა ალბათ შემთხვევით არც მათი პოზიცია გახლდათ გამჭვირვალეობის კანონთან დაკავშირებით, რომლის გაწვევასაც ითხოვდა ბატონი დავითი.
შენშვნა: publicist.ge-მ გაარკვია დეტალები და როგორც აღმოჩნდა ირმა ინაშვილის მიმართ უნდობლობის იმდენად განუზომელი ხარისხია, რომ არავინ აპირებს "უპროტეჟოს" ქართულ ოცნებასთან.
ვთვლით, რომ პოლიტიკური და ფინანსურად გაკოტრებულ პატრიოტთა ალიანსს პოლიტიკური მომავალი არ აქვს.
გაგრძელება იქნება:
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24