„აზერბაიჯანი და სომხეთი ამჟამად აგრძელებენ მოლაპარაკებებს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ მოქმედებების სცენარი, თუ ისინი დადებითად დასრულდება. ახლა ყველაფერი ამისკენ მიდის. თუ მოლაპარაკებები დასრულდება, ჩვენ განვახორციელებთ პოზიტიურ სცენარს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვეძლება, გავხსნათ ჩვენი საზღვარი“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლები 30 ივლისს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს წინაპირობების გარეშე და დაიწყება სარკინიგზო გამშვები პუნქტის გახსნის შეფასება. სომხეთის ხელისუფლებაში მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადეს, რომ თურქეთთან საზღვარზე მარგარას გამშვები პუნქტი მთლიანად განახლდა და მზად არის ექსპლუატაციისთვის.
2026-05-02
2026-05-01
2026-05-01
2026-05-01
2026-04-29
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24