img1


რეგიონული პლატფორმა „3+3“ უკვე ხელშესახები და სულ უფრო პერსპექტიული ხდება, - სერგეი ლავროვი

რეგიონული პლატფორმა „3+3“ უკვე ხელშესახები და სულ უფრო პერსპექტიული ხდება, -

 ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებებისას განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

 

„ილჰამ ჰეიდაროვიჩ ალიევის „3+3“ ინიციატივა, ე.წ. „3+3“ რეგიონული პლატფორმის - სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისა და მათი სამი მეზობლის ფორმირების შესახებ უკვე ყალიბდება. ეს პერსპექტიული ფორმატია“, - თქვა ლავროვმა. 

 

შეგახსენებთ, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობაზე ქართული მხარე ამ დრომდე უარს აცხადებს. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, თეირანში სამხრეთ კავკასიის საკითხებში „3+3“ ფორმატის შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს, რომ „პლატფორმა ღიაა საქართველოს თანაბარი მონაწილეობისთვის“.