უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის, მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილის გამო შარლ მიშელი ჩინეთში ვიზიტს წყვეტს. POLITICO-ს ინფორმაციით, მიშელი ბრიუსელში დაბრუნდება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიას გააგრძელებს. გამოცემის ცნობით, მიშელის მიერ ჩინეთში ვიზიტის შეწყვეტის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ მას არ აქვს დაცული საკომუნიკაციო ხაზი, რომ ევროპელ ლიდერებთან დისკუსია ვიზიტის დროს გამართოს.
მედიაში, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორბანი ამავე საკითხზე სასაუბროდ კვირის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც, მიიწვია.
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21