img1


ჯეიკ სალივანი: უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა გააძლიერებს პუტინის სტრატეგიულ პოზიციას

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯიკ სალივანი: 

[გჯერათ, რომ ვინც კონგრესში უკრაინის დახმარების წინააღმდეგ მისცემს ხმას ის ხმას აძლევს პიტინს ? ]

მე მჯერა, რომ ნებისმიერი კონგრესმენი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც დაეხმარება პუტინს გამარჯვებაში.  

უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა გააძლიერებს პუტინის სტრატეგიულ პოზიციას. ეს გარდაუვალი რეალობაა. და საქმე ის არ არის, რამ განაპირობა წინააღმდეგ ხმის მიცემის გადაწყვეტილება. საუბარია ხმის მიცემის შედეგებზე. უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმის მიცემა უკრაინას დააზარალებს და რუსეთს დაეხმარება. ეს არის დარტყმა დემოკრატიისთვის და დახმარება დიქტატორებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ისტორიულად არასწორია და ყველა კონგრესმენმა - დემოკრატებმაც და რესპუბლიკელებმა - მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინას.