img1


ერდოღანი: "დასავლური ქვეყნები უპირობო მხარდაჭერას უწევენ ისრაელს, რათა მოკლას მეტი ბავშვი, შეუტიოს საავადმყოფოებს, სკოლებს, სახლებს და დაღვრიოს მეტი უდანაშაულოთა სისხლი"

ერდოღანი: ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მფარველი ძალების უმწეობა ევროპიდან ამერიკამდე კიდევ უფრო დიდია. ეს ქვეყნები უპირობო მხარდაჭერას უწევენ ისრაელს, რათა მოკლას მეტი ბავშვი, შეუტიოს საავადმყოფოებს, სკოლებს, სახლებს და დაღვრიოს მეტი უდანაშაულოთა სისხლი. საერთაშორისო მედია ხმას ვერ იღებს ღაზას სექტორში დაღუპული კოლეგების ხსოვნისადმი. მათ არ შეუძლიათ ისრაელის მცირე კრიტიკაც კი. 

თუმცა წლების განმავლობაში ისინი ყველას ასწავლიდნენ დემოკრატიას და კანონს. ისინი ხომ არ იყვნენ, ვინც ყოველ ჯერზე პრესის თავისუფლებაზე საუბრობდნენ?

ერთ მხარეს, 121 ქვეყანა აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს და სისხლი აღარ დაიღვაროს. მეორე მხარეს კი, 3-5 ქვეყანაა, რომლებიც კარტ ბლანშს აძლევს ისრაელის თავდასხმებს. არსებობს გლობალური მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს 3-5 ქვეყანა იტყვის დიახ. 

ასეთ სტრუქტურას არ შეუძლია მშვიდობის მოტანა, კონფლიქტების შეჩერება და კაცობრიობისთვის იმედის მიცემა.  

გაეროს უშიშროების საბჭოს ეს დამახინჯებული სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვუცქერთ უსამართლო და არაეფექტურია კრიზისების გადაჭრაში,

ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.