img1


ვლადიმერ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება

ვლადიმერ ზელენსკი ზოგიერთ სამხედრო მეთაურს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით ეკონტაქტება, – ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ წერს.  

როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, პრეზიდენტის ასეთი ქმედებები ხელს უშლის ზალუჟნის, მთელი არმია მართოს. ამავე წყაროს ცნობით, ასეთი კონტაქტები აჩქარებს ზელენსკის მუშაობის ტემპს, მაგრამ ართულებს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სამუშაოებს, რადგან ზალუჟნი ხშირად ინფორმაციას ფორმალურად დაქვემდებარებული პირებისგან იღებს.

 

„ხანდახან შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზელენსკის ჰყავს ორი ტიპის შეიარაღებული ძალები: „კარგი“, რომელსაც მეთაურობს აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაური ალექსანდრ სირსკი და სხვა ფავორიტები, „ცუდი“, რომელიც ემორჩილება ზალუჟნის. ეს ახდენს სამხედროების დემოტივაციას და რაც მთავარია, ხელს უშლის მთელი არმიის მართვას“, – განუცხადა მედიას ერთ-ერთმა ანონიმურმა რესპონდენტმა.