img1


ბელორუსიის რესპუბლიკის ელჩს ანატოლი ლისს

ბელორუსიის რესპუბლიკის ელჩს ანატოლი ლისს

პატივცემულო ბატონო ელჩო,

 საინფორმაციო პლატფორმა publicisti. Ge კარგა ხანია ფუნქციონირებს და ცდილობს მოიპოვოს და გაავრცელოს ობიექტური ინფორმაცია როგორც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენების, ასევე რეგიონისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. ჩვენი გუნდი ჯანსაღად აცნობიერებს მსოფლიოში და კავკასიის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს.

რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს და ისტორიულ ფუნქციას.

 

სამწუხაროდ, საქართველო იხრჩობა ლიბერალური იდეოლოგიის და ცენზურის წნეხის ქვეშ. გარკვეული ძალების ხელშია თავმოყრილი 

საინფორმაციო რესურსები, რომლებიც "კოლექტიური დასავლეთის" ხელში პროპაგანდის მთავარ იარაღს წარმოადგენს, რის გამოც არ ხერხდება ქართველი ხალხისთვის რეალური და სწორი ინფორმაციების მიწოდება, ქართველი აუდიტორია, ფაქტობრივად, იმყოფება საინფორმაციო ვაკუუმში, უკეთეს შემთხვევაში კი ე.წ. ინფორმაციულ მირაჟში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა ვერ აცნობიერებდეს, პრაგმატულ რეალობას.

ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ

მიუხედავად 2008 წლის საომაარი კონფლიქტის შედეგებისა, რუსეთთან აუცილებელია დიალოგი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ურთიერთთანამშრომლობა ბელორუსიასთან ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეს და მეტიც, შეიძინოს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ორივე ქვეყნის ცხოვრებაში. გაძლიერდეს პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტაქტები, მათ შორის ისეთი შეხვედრები, როგორსაც, მაგალითად, 3+3 ფორმატი გულისხმობს. 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფორმატის წევრი ქვეყნების ურთიერთობებს, მშვიდობასა და სტაბილურობას, რაც განვითარების აუცილებელი და უალტერნატოვო პრიორიტეტია.

მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება.

პატივისცემით, publicisti. Ge რედაქცია.

რედაქტორი: ირაკლი ჯანყარაშვილი