- " როგორც publicist.ge - ს წყარო უყვება, ხაბეიშვილი ამერიკაში თემურ ალასანიასთან ურთიერთობების გასარკვევად გაემგზავრა.
ალასანიას გარკვეულ შიდა პარტიულ საკითხებზე კითხვები გაუჩნდა, რომელზეც პასუხების მისაღებად ხაბეიშვილთან დაკავშირებას შეეცადა, ხაბეიშვილი კი ადგა და თვითონ გაემგზავრა სააკაშვილის ბიძასთან, რომელმაც ჯერკიდევ 4 - 5 თვის წინ მთავარ არხს დაფინანსება შეუწყვიტა და სწორედ ამან განაპირობა გიორგი გაბუნიას განცხადება ნაცების არხი აღარ ვართო.
ალასანიას საკუთარი პირობები აქვს რომლის შესრულების შემთხვევაშიც მთავარ არხზე ისევ იყიდის ნაცმოძრაობის ლიდერებისთვის საეთერო დროს.
სწორედ ამ საკითხების შესათანხმებლად და საკუთარ ძალებში დასარწმუნებლად ეახლა ხაბეიშვილი სააკაშვილის ბიძას, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, "ხაბე" კეზერაშვილის გარეშე ალასანიას ვერც ერთ პირობას ვერ დათანხმდება და ფაქტობრივად კეზერაშვილის შეთავაზებები ჩააქვს.
საუბარი არ იქნება მარტივი ხაბეშვილისთვის მითუფრო იმ ფონზე, რომ პარტია ფაქტობრივად დაშალა.
სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით კი ერთი აქციაც არ ჩაუტარებია.
შესაბამისად ალასანიასთან ურთიერთობების დალაგება არ იქნება მარტივი და მთავარი არხიც "ძია თემურის" ფინანსების გარეშე ნაცების სასაეგებლოდ აღარ იმუშავებს - გვიყვება წყარო ნაცმოძრაობიდან."
როგორც ჩანს სააკაშვილის თავისუფლება ყველასათვის მეორეხარისხოვან ამოცანად გადაიქცა და ნაცები მთლიანად კეზერაშვილის საფულეს ჩამოებნენ.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2026-04-28
2026-04-28
2026-04-27
2026-04-25
2026-04-24
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-22
2026-04-21